11 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრში კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე); თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი (ქორმაისტერი ლიანა ჭონიშვილი).
თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით კონცერტზე შესრულდა კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებები:
1. სანდრო ნებიერიძის „ძველი დროებისა და ხალხისა“ – მინიატიურების ციკლი მამაკაცთა გუნდისა და ოთხი სოლისტისთვის (ზურაბ ნატროშვილი, დავით მაჭავარიანი, მიხეილ ედიშერაშვილი, ბექა კემულარია);
2. გიორგი შავერზაშვილის „გალობანი გიორგისნი“ (ქალთა გუნდი);
3. ნიკოლოზ ჩაჩანიძის „ნატვრა“;
4. ოვანეს ამბარცუმიანის „სისხლი“ სოპრანოს, ვიბრაფონის, ვიოლინოს, ალტისა და ჩელოსათვის (ელია მიხაელი, ლევან ჭოხონელიძე, გიორგი ხაინდრავა, თეიმურაზ ხარაძე, მინდია ჟღენტი);
5. კახა ცაბაძის კონცერტინო ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (სოლისტი ირაკლი ევსტაფიშვილი);
6. ნინო ჯანჯღავას „სიმღერა“ სიმფონიური ორკესტრისთვის;
7. გიორგი შავერზაშვილის კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის (ალექსანდრე ვასაძე, გიორგი შავერზაშვილი).