chven shesaxeb

ვინ ვართ ჩვენ?

„საავტორო სტუდია“ 2000 წელს დაარსდა და  აკადემიური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

ჩვენ მთელი ქვეყნის მაშტაბით, სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში,  ვიწერთ  საორკესტრო, საოპერო, კამერულ, საგუნდო, ფოლკლორულ თუ ჯაზურ  კონცერტებს. გამოვცემთ აუდიო, სანოტო, სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურას.

ვატარებთ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს.

ხელს ვუწყობთ დამწყებ მუსიკოს-შემსრულებლებს და ვეწევით საპროდიუსერო საქმიანობას.     

 

ჩვენი ისტორია

2024 წლის 13 ივნისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩაიწერა ჩელისტ ლიზი რამიშვილისა და უკრაინელი პიანისტის მარია კლიმენკოს კონცერტი. 

2

2024 წლის 12 ივნისს ჩაიწერა თორაძის საერთაშორისო ფესტივალის კონცერტი, სადაც შესრულდა იოსებ ბარდანაშვილისა და გაბრიელ პროკოფიევის ნაწარმოებები. დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.    

1

2024 წლის 11 აპრილს ჩაიწერა გრიგის საფორტეპიანო კონცერტი - სოლისტი თათა მახარაძე და ბეთჰოვენის მე 5 სიმფონია გუგა ცინცაძის დირიჟორობით, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 

Screenshot 2024-05-04 at 11.24.26 AM

2024 წლის 7 აპრილს ჩაიწერა ბეთჰოვენის მე 9 სიმფონია, რომელიც გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდულმა ორკესტრმა შეასრულა მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. 

Screenshot 2024-05-04 at 11.19.03 AM

2024 წლის 26 მარტს ჩაიწერა იოსებ კეჭაყმაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო სხვადასხვა გუნდების შესრულებით. 

Screenshot 2024-05-04 at 11.29.56 AM

2024 წლის 19 მარტს ჩაიწერა ირანელი კომპოზიტორის მაჰიარ ჰემათის ნაწარმოები "Judith". 

mahiar

2023 წლის 29 დეკემბერს "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის საახალწლო კონცერტი, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. პროგრამაში იყო Leroy Anderson, John Williams, Strauss II, Tchaikovsky, Schubert, კახიძე, მდინარაძე. 

mirian

2023 წლის 28 დეკემბერს "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა სიმფონიური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ნიკოლოზ რაჭველი, დირიჯორი
სემი მუსა, დირიჟორი
დავით ხრიკული, ფორტეპიანო
პროგრამა:
სემი მუსა - ნოქტიურნი ორკესტრისათვის
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - სიმფონია N5, დო-მინორი, თხზ.67
სერგეი რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი N3, რე-მინორი, თხზ.30
 
ხრიკული
2023 წლის 25 დეკემბერს "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა  მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი -
საფორტეპიანო დუეტები, „ბახიდან ბოლქომამდე“, 
მონაწილეობდნენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტები:
ეთერი ანჯაფარიძე
თამარ ბერაია, ნათია ბერაია, ნატა მეცხოვრიშვილი, გიორგი მიქაძე, დავით ალადაშვილი.
გია გოგატიშვილის ფოტო. 
ანჯაფარიძე

2023 წლის 11 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც კამერულმა ორკესტრმა “თბილისის კონცერტინომ” წარმოადგინა. დირიჟორი გიორგი შილაკაძე.  

გაბუნია

2023 წლის 22 სექტემბერს საავტორო სტუდიამ ჩაიწერა კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ოპერა "ჰამლეტი". კონცერტი ჩატარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. 

machavariani

2023 წლის 19 სექტემბერს საავტორო სტუდიამ ჩაიწერა იტალიური ბაროკოს კონცერტი საქართველოს სინფონიეტას შესრულებით. სერჯო აცოლინისთან (ფაგოტი, იტალია), ფრანჩესკო გალიჯონისთან (ჩელო, იტალია), დიეგო კანტალუპისთან (არქლუთნა, იტალია) და ალინა რატკოვსკასთან (კლავესინი / ორგანი, პოლონეთი) ერთად. 

Sinf-2

2023 წლის სექტემბერში ჩაიწერა სახელმწიფო კამერული ორკესტრის Georgian Sinfonietta ს იტალიური ბაროკოს ალბომი. სოლისტები: სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ფრანჩესკო გალიჯონი (ჩელო, იტალია), დიეგო კანტალუპი (არქლუთნა, იტალია) და ალინა რატკოვსკა (კლავესინი / ორგანი, პოლონეთი)

Sinf

2023 წლის 23 ივნისს ჩაიწერა ჰაიდნის საფორტეპიანო სონატა. პიანისტი სოფო ხაზარაძე. 

IMG_8848

2023 წლის 9 ივნისს "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა შნიტკეს სონატა ვიოლონჩელოსთვის. სოლისტი თორნიკე გეწაძე, ფორტეპიანო - სერგო მარკოსიანი. 

Shnitke Sonata

2023 წლის 4 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა კონცერტი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. სოლისტები მარისოლ მონტალვო (ალან ბერგი). შესრულდა კორძის საპრემიერო ნაწარმოები, სადაც თავად ავტორი ასრულებდა ფორტეპიანოს პარტიას. ასევე შესრულდა მიშა მდინარაძის სიმფონიური ნაწარმოები და ბეთჰოვენის ჰეროიკული სიმფონია. 

Screen Shot 2023-06-07 at 8.15.11 PM

2023 წლის 3 აპრილს "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. შესრულდა ეკა ჭაბაშვილის, მაკა ვირსალაძისა და ნოდარ მამისაშვილის ნაწარმოებები. მონაწილებდნენ საქართველოს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, სოლისტები ნინო და თამარ ჟვანიები, დირიჟორი გიორგი პაპიაშვილი. 

1

2023 წლის პირველ აპრილს "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის მიერ შესრულებული ბრამსის საფორტეპიანო კონცერტი (1) და ბეთჰოვენის მე 3 (ჰეროიკული) სიმფონია. დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი, სოლისტი საბა დამენია. კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.  

Mirian-Saba

2023 წლის 20 მარტს კინოსტუდიის მცირე პავილიონში ჩაიწერა გია დიასამიძის მუსიკა დოკუმენტური ფილმისთვის. ფილმი აჭარის ტელევიზიაში გავა და უკრაინელი ლტოლვილების ცხოვრების ამსახველი შინაარსის იქნება. არანჟირების ავტორი კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავაა. 

gia dia

2023 წლის 3 მარტს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა ფონდ „იავნანას“ მიერ ორგანიზებული პაატა ბურჭულაძის მოწაფეების საქველმოქმედო კონცერტი. 

Iavnana

2023 წლის 26 თებერვალს "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა დირიჟორისა და კომპოზიტორის, შავლეგ შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. შესრულდა მისი მე 6 კვარტეტი, ნაწარმოებები ვოკალური ციკლებიდან და კონცერტი ორღანის დასარტყამებისა და საყვირისთვის. კონცერტს დირიჟორობდა გიორგი შილაკაძე.   

shilakadze

2023  წლის 20 თებერვალს ჩატარდა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მორიგი კონცერტი, რომელიც ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. "საავტორო სტუდიამ" უზრუნველყო მუსიკალური ნაწილის გახმოვანება.   

Natvris Khe

2022 წლის 21 დეკემბერს კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში ჩაიწერა ვოკალური მუსიკის საღამო. მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. სოლისტები ნატალია ქუთათელაძე, მეცო-სოპრანო, დალიბორ იენისი, ბარიტონი (სლოვაკეთი); ოთარ ჯორჯიკია, ტენორი;

 

 

21

2022 წლის 15 დეკემბერს კონბსერვატორიის დიდ დარბაზში, ფესტივალ საახალწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში, ჩაიწერა პიანისტ და პედაგოგ მანანა დოიჯაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი "ბრავა მაესტრა".  კონცერტში მონაწილეობდნენ ირმა გიგანი, სალომე ჯიქია, თამარ ლიჩელი, დავით ალადაშვილი;
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, სოსო ჯუღაშვილის დირიჟორობით.

D

2022 წლის 9 დეკემბერს "საავტორო სტუდიამ" ჩაიწერა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში. ამ კონცერტზე სამების საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო გუნდის სტატუსი მიენიჭა. კონცერტი ორ განყოფილებად თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.   

Samebis gundi

2022 წლის 15 ნოემბერს ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში, რუსთაველის მცირე დარბაზში ჩაიწერა იან დისმას ზელენკას  მუსიკა, "საქართველოს სინფონიეტას" და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის შესრულებით. 

zelenka

2022 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ჩაიწერა საქართველოს სინფონიეტასა და უცხოეთიდან მოწვეული სოლისტების მიერ შესრულებული კონცერტი "ბახი და მისი რჩეულები",  ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში. 

bachsfriends

2022 წლის 9 ნოემბერს ოპერის თეატრში ჩაიწერა ვახტანგ მაჭავარიანის საიუბილეო კონცერტი, სადაც შესრულდა მისი ნაწარმოებები "შთაბეჭდილებები 2020" და "რიჩარდ III", ასევე რიხარდ ვაგნერის სამი უვერტიურა. 

VM

2022 წლის 1 ნოემბერს ჩაიწერა კონცერტი, რომელზეც შესრულდა მოცარტის მე 17 საფორტეპიანო კონცერტი და გია ყანჩელის მუსიკა ჩასაბერების კვინტეტისა და ორკესტრისათვის.  სოლისტი მარიანა აჩბა, დირიჟორი ვახტანგ კახიძე. 

1 november

2022 წლის 30 ოქტომბერს ჩაიწერა ანსამბლ "ჰერიოს" კონცერტი. 

herio

2022 წლის 28 ოქტომბერს ჩაიწერა მარგარიტა ხაკიმოვას (ფლეიტა) და დიმიტრი ბოქოლიშვილის (კლარნეტი) დუეტი. კონცერტზე სხვა თამაედროვე კომპოზიტორებთან ერთად შესრულდა კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ახალი ნაწარმოები ReActive.   

margo da dima

2022 წლის შემოდგომაზე ჩაიწერა ანიმაციური ფილმი "ბიბი და ლოლო"

bibidalolo

2022 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ჩაიწერა მსოფლიო ტენორის - ჯოზეფ კალეიას კონცერტი.

Joseph Calleja

2022 წლის 1 ოქტომბერს "საავტორო სტუდიამ" ჩაწერა თელავის საერთაშორიოს მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი. 

Telavi fest 2022

2022 წლის 27 სექტემბერს "საავტორო სტუდიამ" "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერისთვის უზრუნველყო ნინო სულგულაძის საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხის" კონცერტის ორკესტრისა და გუნდის გახმოვანება.  

Natvris Khe

2022 წლის 25 სექტემბერს ჩაიწერა მაგთიკომის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სარეკლამო კლიპის მუსიკა. 

Screen Shot 2022-09-23 at 3.30.41 PM

2022 წლის 6 სექტემბერს ჩაიწერა კამერული ორკესტრი გიორგი ცაგარელის ელექტრონული მუსიკის პროექტისათვის.  

zagareli khositashvili

2013 წელს გამოიცა წიგნი, სოფი მარია ლინის ახალი ზღაპარი „ლულა, თუბა და თორმეტი მესაათე“.

watches

2012 წელს გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი „იაპონური ხალხური ზღაპრები“ ქართულ ენაზე, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.

Japanese Tales

2012 წელს გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი ლიანა მოისწრაფიშვილის საბავშვო სიმღერის „შეხედე შუქნიშანს, გკარნახობს გზას“ 11-ენოვანი თარგმანი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისში არსებული ქართული და უცხოენოვანი სკოლების მონაწილეებმა, მათ შორის აზერბაიჯანული, სომხური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული, უკრაინული, ებრაული. პროექტი ჩაიწერა კომპაქტ დისკზე და გამოიცა.

shuknishani

2012 წელს კომპანია „ლანგეითთან“ ერთად გამოიცა „ქართული ხალხური ზღაპრები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხმოვანი ჩანაწერის სახით, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.

tales

2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა ნინო ჯანჯღავას საავტორო ალბომი, „ბგერა, სივრცე, დრო“, რომელშიც შესულია ავტორის სიმფონიური, კამერული და ვოკალური მუსიკა.

Janjgava story 2

2012 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას ნაშრომი „ვენის კლასიკოსები“.

Viena classics story

2009, 2010, 2011 წლებში „საავტორო სტუდიამ“ ჩაატარა რადიოფესტივალი „ბგერებთან ერთად“, რომლის საშუალებითაც გამოავლინა და პროპაგანდა გაუწია საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ, დამწყებ მუსიკოს-შემსრულებლებს. ყოველი ფესტივალის ბოლოს ლაურეატთა ჩანაწერებს „საავტორო სტუდია“ გამოსცემდა.

radiofest

2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორის ხელშეწყობით გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი ოთხი კომპაქტ დისკის სახით „წელიწადის დრონი რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობების მიხედვით“. მსახიობების რუსუდან ბოლქვაძისა და გია აბესალაშვილის მონაწილეობით. ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.

RI

2008 წელს ხმოვანი ჩანაწერის სახით გამოიცა იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობების მიხედვით „ძველი და ახალი აღთქმა“, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.

IG

2007 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორის ხელშეწყობით გამოიცა „17 საგუნდო განწყობილება“, რომელშიც შესულია ევროპული კლასიკური საგუნდო მუსიკის ქართულენოვანი თარგმანები.

Janjgava story 2

2006 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას „ქართული სოლფეჯიო“ და ლიანა მოისწრაფიშვილის „ვიწყებთ ფორტეპიანოზე დაკვრას“.

Solfeggio

2005 წელს ჩაიწერა და გამოიცა ნინო ჯანჯღავას საგუნდო ნაწარმოები „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“.

galobani

2005 წელს „საავტორო სტუდიამ“ ჩაწერა ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი ალბომი, რომლის პრეზენტაციაც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყო.

shavnabada

2004 წელს გამოიცა „17 მუსიკალური პეიზაჟი“ საბავშვო სასიმღერო რეპერტუარი. ჩაიწერა ანსამბლ „სტუმარის“ მეორე ალბომი „დილა“.

dila

2003 წელს გამოიცა ლიანა მოისწრაფიშვილის „17 საბავშვო სიმღერა“.

kids music

2002 წელს ჩაიწერა და აუდიო დისკის სახით გამოიცა ანსამბლ „სტუმარის“ პირველი ალბომი „ბეწვის ხიდი“.

rope bridge

2002 წელს გამოიცა დავით ხოსიტაშვილის „სამი პიესა კლასიკური გიტარისთვის“.

sami piesa

2001 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას პიესის ნოტი, „სკერცო“ ფაგოტისა და ფორტეპიანოსათვის.

Scerzo

2001 წელს გამოიცა ახალი „17 ნათელი და მსიარული სიმღერა“ რომლის პრეზენტაციაც საზეიმო კონცერტის სახით გაიმართა. მასში მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზსრდელებმა.

Janjgava story 2
2000 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას „17 ნათელი და მხიარული სიმღერა“.
Janjgava story