„საავტორო სტუდიასთან“ არსებული სიმღერის მოყვარულთა გუნდი 2020 წელს შეიქმნა და სულ რამდენიმე თვეში პანდემიის გამო შეაჩერა რეპეტიციები. თუმცა იმ ორმა თვემ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი მუშაობა აღვადგინოთ და კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გავხადოთ.
ჩვენს გუნდში სიმღერა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს მუსიკალური მონაცემები, რომლებიც გუნდის დანარჩენი წევრების მონაცემებ შეესაბამება.
გუნდის სამეცადინო რეპერტუარი მრავალფეროვანია – ბახის ქორალებიდან დაწყებული, თანამედროვე მუსიკის ჩათვლით.
მეცადინეობაზე გუნდის მონაწილეები ასევე გაივლიან სმენის, რიტმის და მეტყველების გასავითარებელ სპეციალურ სავარჯიშოებს. შეისწავლიან ნოტის კითხვას მისი არცოდნის შემთხვევაში.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ორი აკადემიური საათის განმავლობაში, თბილისში, ირ. აბაშიძის 39. მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნოთ განაცხადი, რომლის ფორმის ჩამოტვირთვას შეძლებთ ჩვენი სტუდიის ელექტრონული მისამართის საშუალებით: saavtorostudia@gmail.com
დეტალებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 595355846