ჩემთვის ხმოვანი ზღაპრების ისტორია ჩემი ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც ვისმენდი განიალური არტისტების ლეილა ყიფშიძის და გოგი გეგეჭკორის მიერ მოყოლილ ზღაპრებს. და არა მხოლოდ ვისმენდი, მათი ინტონაციით ვიმეორებდი ხოლმე მათ წაკითხულ ფრაზებს.

როგორც კი სტუდია გავაკეთეთ ხმოვანმა ზღაპრებმა თავის ადგილი თავიდანვე დაიკავეს ჩვენს ჩანაწერებს შორის. დავიწყეთ სხვადასხვანაირი ზღაპრების ჩაწერა და არა მხოლოდ ჩაწერა მას მუსიკალური გაფორმებაც გამოვუგონეთ და მივუსადაგეთ. სიმღერებიც კი შეიქმნა ბევრი მათგანისათვის. სწორედ ასეთია ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“.  „კიკეთის ტყის ზღაპრები“,  იაკობ გოგებაშვილის „ბიბლია და სახარება“ და ეკატერინა გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“ უკვე შეგიძლიათ საბას ხმოვანი წიგნების გვერდზე იხილოთ და მოისმინოთ. წარმატებულ და სასიამოვნო მოსმენებს გისურვებთ რუდუნებით შექმნილი ჩვენი ჩანაწერების.

ჩვენი წიგნები "საბას" ბიბლიოთეკაში:

მაგდანას ლურჯა - ეკატერინე გაბაშვილი

ძველი და ახალი აღთქმა - იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობების მიხედვით

კიკეთის ტყის ზღაპარი - ლიანა მოისწრაფიშვილი

 

saba