დღეს, 2022 წლის 30 ოპქტომბერს ანსამბლ "ჰერიოს" კონცერტი და დისკის პრეზენტაცია შედგა. დისკი "საავტორო სტუდიის" მიერ ჩაიწერა. დღეს კი ამ დისკის საჯარო წარდგენა გაიმართა. ჩვენმა სტუდიამ სრულად ჩაიწერა კონცერტი.

კონცერტის პირველი ნაწილი ფოლკლორულ პროგრამას დაეთმო, ხოლო მეორე ქალაქურ სიმღერებს, ფორტეპიანოსა და დოლის თანხლებით. სწორედ ამიტომ გადაწყდა, სოლისტებისა და ფორტეპიანოს მცირე დოზით გახმოვანება. ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის ხმის რეჟისორმა რომა გიორგაძემ. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობა იყო, რამაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და როგორც კონცერტის გახმოვანება, ისე ჩანაწერი ხარისხიანად შესრულდა.  

herio