საინტერესო კოლაბორაცია
„ბიბი და ლოლო" წარმოადგენს ქართულ საბავშვო ანიმაციას, რომელიც შექმნილია World Vision საქართველოს გუნდის და Blackbird Studio-ს მიერ. ანიმაცია განკუთვნილია 3-8 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც ეფუძნება სოციალურ ისტორიებს და ბავშვის განვითარებაზეა ორინტირებული.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან ერთად მშობლებმაც უყურონ ანიმაციებს, რათა ნანახის საფუძველზე დასვან კითხვები, მოისმინონ ბავშვის მოსაზრება, დაუკავშირონ ანიმაციაში ნანახი საკითხი ბავშვის რეალურ ცხოვრებას და ამ გზით დაეხმარონ ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს არის ქართულ მედია სივრცეში პირველი ქართული ანიმაცია, რომელიც მიმდინარეობს ჟესტური ენის თანხლებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ყრუ ბავშვების ჩართულობას და განვითარებას.
ჩვენი ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა პირს - ჩვენს თანამშრომლებს, @Blackbird studio-ს გუნდის წარმომადგენლებს, საქართველოს ყრუთა კავშირს, ექსპერტებს, სკოლების/ბაღების აღმზრდელებს და მასწავლებლებს, მშობლებს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც პროექტის იდეის შექმნიდან დასრულებამდე ჩართულნი იყვნენ პროცესში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია World Vision ავსტრია.
"საავტორო სტუდიაში" ანიმაციის ტექსტური და სასიმღერო ნაწილი ჩაიწერა. ჩვენის სტუდია მოხარულია, რომ ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი გახდა.
Play Video