უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის “12 გაკვეთილის” გადაღებები. მისი ავტორი და რეჟისორი გიორგი მრევლიშვილია. “საავტორო სტუდია” უზრუნველყოფს ფილმის ხმოვან ნაწილს და მუსიკალურ გაფორმებას. ეს არ არის “საავტორო სტუდიის” დამფუძნებლისა და ხმის რეჟისორის დავით ხოსიტაშვილის გიორგი მრევლიშვილთან თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი. მათი ერთობლივი სადებიუტო ნაშრომი “ანარეკლი” 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იყო ასევე ერთობლივი ნამუშევარი “ბავშვები”. მას შემდეგ ამ შემოქმედებით გუნდს ჩვენი სტუდიის მეორე დამფუძნებელიც – კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავაც შეუერთდა და შედეგად, 2011 წელს გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტურ ფილმში “კავკასიის შორეული ხეობები”, ნინო ჯანჯღავას მუსიკა აჟღერდა. “12 გაკვეთილის” ხმის ჩაწერას და მონტაჟს “საავტორო სტუდია” უზრუნველყოფს, მუსიკა კი ნინო ჯანჯღავასია.