„საავტორო სტუდია“  მუშაობის მრავალფეროვნებით გამოიორჩევა. ძირითადი ხაზი ეს არის საგანმანათლებლო საკითხების მოგვარება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის გარშემო.

სწორედ ამის გამო გაჩნდა კიდევ ერთ ხაზი მის საქმიანობაში, როგორიც არის კვლევითი საკითხები სხვადასხვა ასპექტებთან მიმართებაში.

საინტერესეო და ამოუწურავი იყო ის კვლევითი სამუშაოები, რომელიც ჩატარდა სასწავლო სტუდიის მუშაობის დროს, სადაც მოსწავლეებთან სწავლიას პროცესზე დაყრდნობითა და დაკვირვებით მრავალი საინტერესო საკითხის დაკვირვება და შემდეგ ჩამოყალიბება გახდა შესაძლებელი. ეს საკითხები ეხებოდა ბავშვთა და მოზარდთა საშემსრულებლო რეპერტუარის სარგებლიანობას და მუსიკის აღმის საკითხებს.

ამ კვლევებზე დაყრდნობით კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას მიერ შეიქმნა სოლფეჯიოს სახელმძღვანელო დამწყებთათვის, მე-3 და მე-4 კლასების სახელმძღვანელო საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, წიგნი მოსწავლეებისათვის ვენის კლასიკოსთა შესახებ, სადაც ავტორი ეხება ამ კომპოზიტორების შემოქმედებას იმ რაკუსით, რომელიც მათთვის არის საინტერესო მათი მუსიკის უკეთ შესამეცნებლად, ლიანა მოისწრაფიშვილის სიმღერები ბავშვებისათვის და „ვსწავლობ ფორტეპიანოზე დაკვრას“ დამწყებთათვის.

2020 წელს ჩატარდა ფუნდამენალური კვლევა რომელიც ეხებოდა კლასიკური მუსიკის მსმენელის ფსიქოლოგიურ და ესთეტიკურ ასპექტებს.

კვლევა მიმდინარეობდა მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების მიერ გასაჯაროვებულ მასალებზე დაყრდნობით, რომელსაც თან სდევდა პრაქტიკული დაკვირვებები უშუალოდ მსმენელთა გარემოდან.

ამ კვლევაზე დაყრდნობით „საავტორო სტუდიამ“ თავისივე დაფუძნებულ „საავტორო რადიოში“ შექმნა 35 გადაცემა, რომელიც კლასიკური მუსიკის მსმენელის სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ინტერნეტ მაუწყებლობით ეს გადაცემები გადაიცემოდა 2021 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე კი ეს გადაცემები საავტორო სტუდიის youtube არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ.

ამ ეტაპზე  ნინო ჯანჯღავამ დაასრულა ახალი კვლევის  პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ეხება ქართული ტრადიციული გალობის არქიტექტონიკას, ძირითადად მის პოლიფონიურ საკითხებს. კვლევის ჩატარების აუცილებლობის მოთხოვნა განაპირობა იმ მთავარმა საკითხმა, რასაც ეწოდება ქართული პროეფესიული მუსიკის საფუძვლის ძიება, რომელიც ავტორის თქმით სად უნდა ვეძებოთ თუ არა საგალობლებში, რომელიც რამოდენიმე ათეული საუკუნის წინ შეიქმნა ქართულ წიაღში.

უახლოეს პერიოდში ეს ნაშრომი დაიბეჭდება და მსურველებს მიეცემათ მისი გაცნობის შესაძლებლობა.

ლაშა ლეშკაშელი

research