სოფი მარია ლინის ახალი ზღაპარი – „ლულა, თუბა და თორმეტი მესაათე“ სიკეთისათვის მებრძოლი გოგოს ისტორიას მოგვითხრობს. თუ რა გააკეთა ლულამ თავის ერთგულ მეგობარ, თუბასთან ერთად ბოროტი ხალხის გამოსასწორებლად. წიგნი ოცდახუთგვერდიანია და დასურათებულია მხარტვარ ნინო ჩაკვეტაძის მიერ. იმედია წიგნის გმირებს მკითხველი სიამოვნებით გაეცნობა და დაუმეგობრდება.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში: „სანტა ესპერანსაში“ (თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12), „პარნასი“ (თბილისი, ი. ჭავჭავაძის 22), „წიგნები ვაკეში“ (ფალიაშვილის 66) და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

watches