2005 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის მუსიკის კათედრის სტუდენტების შესრულებით დაიდგა ნინო ჯანჯღავას საგუნდო ნაწარმოები “დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი”. დადგმა განახორციელა რეჟისორმა თეიმურაზ აბაშიძემ. მუშაობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა, ვინაიდან სტუდენტები მეტად რთულ ნაწარმოებს შეეჭიდნენ. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ნაწარმოები არნახული წარმატებით დაიდგა და შესრულდა. საავორო სრტუდიამ ჩაიწერა და კომპაქტ დისკის სახით გამოსცა ეს ნაწარმოები, რომელიც დღემდე წარმატებით იყიდება „სანტა ესპერანსაში“ (თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12), „პარნასი“ (თბილისი, ი. ჭავჭავაძის 22), „წიგნები ვაკეში“ (ფალიაშვილის 66), ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და საეკლესიო მაღაზიებში.
დისკთან ერთად იმავე წელს გამოიცა ნაწარმოების საგუნდო პარტიტურა.
