საუბრები ხელოვნებაზე

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგიის შექმნის იდეა ქართული პროფესიული მუსიკალური კულტურის გადარჩენას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საავტორო სტუდიის პორტატიული სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობა აბსოლუტურად შეესატყვისებოდა ამ იდეის მაღალ პროფესიულ დონეზე განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში ჩაიწერება და სამდისკიან ალბომად გამოიცა XIX-XX-XXI საუკუნის ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები. ესენი გახლავთ: ალოიზ მიზანდარი, ბარბარე ამირეჯიბი, ზაქარია ფალიაშვილი, ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, ნოდარ მამისაშვილი, ლეილა ხაფავა, ალექსანდრე შავერზაშვილი, თამარ შავერზაშვილი, ლელა მაქარაშვილი, გიორგი შავრზაშვილი, ლილი შავერზაშილი, ოთარ თაქთაქიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ნინო ჯანჯღავა.

პიანისტებმა ნაწარმოებები სტუდიურად ჩაწერეს. საავტორო სტუდიის ხმის რეჟისორმა დავით ხოსიტაშვილმა ჩანაწერები მოამზადა დისკზე დასაბეჭდად და დღეს ის უკვე სამდისკიანი ალბომის სახით შეგიძლიათ იხილოთ.

პროექტი მომზადდა ქართული საფორტეპიანო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პიანისტებმადავით ალადაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გრძელიძე, თამარ ლიჩელი, ანა პაიჭაძე, სალომე ჟორდანია, ნათია ქავთარაძე, სანდრო შუბითიძე.

პროექტის განხორციელებას მხარ დაუჭირა საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართელო და თბილისი მერია.

დისკის პრეზენტაცია გაიმართება 2026 წლის 14 სექტემბერს, 19 საათზე კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში.