2021 წლის კლასიკური გიტარის კონკურსის ჩატარება განსხვავებული აღმოჩნდა გლობალური პრობლემის, პანდემიის გამო. კონკურსი გამოცხადდა გაზაფხულზე, მაგრამ პროზების გამოცხადება მხოლოდ აგვისტოში გახდა შესაძელებელი, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანხას გაიღებდა ჩვენი კონკურსისათვის.
კონურსში მონაწილეობის სურვილი უცხოელ შემსრულებლებთან ერთად ქართელმა მუსიკოსებმაც გამოთქვეს, რაც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ჩვენს ქვეყანაში არსებული უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ფონზე.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში გახლდათ – დავით კვარაცხელია, ვაჩე ლალიაშვილი, გიორგი ქერელაშვილი და დავით ხოსიტაშვილი. მათი კომპეტენტური შეფასება ყოველთვის ობიეტურია, რომელიც ეფუძნება მათ დიდ პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას.
ჟიურიმ გამოავლინა ლაურეატები:
I ადგილი – ლუკა რომანელი (იტალია) და ფულადი პრიზი 2000 ლარი
II ადგილი – ედუარდჰრმუშიანი (სომხეთი) და ფულადი პრიზი 1500 ლარი
III ადგილი – მიშელ ბერსონი (ისრაელი) და ფულადი პრიზი 1000 ლარი
12 წლამდე მონაწილეთა კატეგორიაში კონკურსმა გამოავლინა შემდეგი შემსრულებ
ლები:
I ადგილი და ჟიურის სპეციალური ფულადი პრიზი 150 ლარი – ოზ სეგალი (ისრაელი)
III ადგილი გაინაწილეს საბა ჯაფარიძემ და დანილა შიშინმა
17 წლამდე მონაწილეთა კატეგორიაში კონკურსმა გამოავლინა შემდეგი შემსრულებლები:
I ადგილი და ჟიურის სპეციალური ფულადი პრიზი 150 ლარი – დავიდ არაქელიანი (სომხეთი)
II ადგილი – მიხაელ იაკოვლევი (ისრაელი)
III ადგილი – იარა ფელდმანი (ისრაელი)
საქართელოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის, სინფონიეტას სპეციალური პრიზი გადაეცათ შემდეგ მუსიკოსებს. ლუკა რომანელის, ედუარდ ჰრმუშიანს და იარა ფელდმანს.
კონკურსის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის პედაგოგებს – ბადრი ლომსაძეს, ლია იანვარაშვილს, ჟორა რაგსიანს და იგორ კაპლუნს.
გალა კონცერტზე, რომელიც კონკურსის დასასრულს გადაიცა საავტორო სტუდიის youtube მაუწყებლობის საშუალებით შესაძლებელი გახდა როგორც ახალი, 2021 წლის გამარჯვებულთა საუკეთესო ნომრების მოსმენა, ასევე 2019 წლის ლაურეატთა, ბარბარე ახვლედიანის, ამირან მარიამიძის და მიშელ ბერსონის მონაწილეობით კონცერტის ჩანაწერის მოსმენა, რომელიც ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „სინფონიეტასთან“ ერთად სინფონიეტა სთეიჯის სცენაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესრულდა ნინო ჯანჯღავას ახალი ნაწარმოები, რომელიც სპეციალურად კონკურსის ლაურეატის მიშელ ბერსონისათვის შეიქმნა. ნაწარმოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთ მუსიკოსს გაუჩინა მისი შესრულების ინტერესი.
The 2021 classical guitar competition turned out to be different because of a global problem, the pandemic. The competition was announced in the spring, but the official announcement became possible only in August, when it became clear that the Ministry of the Culture, Sports and Youth of Georgia would raise money for our competition.
Georgian musicians along with the foreign performers also expressed their desire to participate in the competition, which is always very gratifying for us against the background of the extremely tense of the political or cultural life in our country.
The competition jury consisted of Davit Kvaratskhelia, Vache Laliashvili, Giorgi Kerelashvili and David Khositashvili. Their competent assessment is always objective, based on their great professionalism and responsibility.
The jury revealed the winners:
I place – Luca Romanelli (Italy) and cash prize 2000 GEL
II place – Eduard Hrmushyan (Armenia) and cash prize 1500 GEL
III place – Michelle Berson (Israel) and cash prize 1000 GEL
In the category of participants under 12, the competition revealed the following performers:
I place and the jury special cash prize 150 GEL – Oz Segal (Israel)
Saba Japaridze and Danila Shishin took the third place
In the category of participants under 17, the competition revealed the following performers:
I place and the special jury prize 150 GEL – David Arakelyan (Armenia)
II place – Mikhail Yakovlev (Israel)
III place – Yara Feldman (Israel)
The following musicians were awarded a special prize by the Georgian State Chamber Orchestra, Sinfonietta. Luke Romanelli, Eduard Hrmushyan and Yara Feldman.
The creative team of the competition thanks the teachers – Badri Lomsadze, Lia Janvarashvili, Zhora Sagsyan and Igor Kaplun.
At the gala concert, which has broadcasted at the end of the competition, was possible to listen to the best numbers of the new winners of 2021, as well as the winners of 2019, Barbara Akhvlediani, Amiran Mariamidze and Michelle Berson on the “Sinfonietta Stage”. It should also be mentioned that Nino Janjgava’s new work was created especially for the winner of the competition Michelle Berson. The work was well received and many musicians showed their interest in its performance.