საღამო მიეძღვნა იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.
საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხა ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და უკრაინელი ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხება.
მონაწილეები: ნინო სურგულაძე მეცო სოპრანო, ბარბარა ფრიტოლი სოპრანო, კარლოს ვენტრე ტენორი, მასსიმო კავალეტტი ბარიტონი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, მაესტრო ჯუზეპე საბატინი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტი "რუსთავი 2" - ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საორკესტრო და საგუნდო მუსიკა გახმოვანებული იყო "საავტორო სტუდიის" მიერ.