მიკროფონი მარტივი რამ არის, რომელიც არ იქცევს დიდ ყურადღებას. ფაქტიურად, ის არის მოწყობილობა, რომელიც აკუსტიკურ ენერგიას ელექტრონულად აქცევს. თუმცა, თქვებ ბევრს მოიგებთ, თუკი საქმისთვის ზუსტად იმ მიკროფონს აირჩევთ, რომელიც გჭირდებათ. Eddy B.Brixen მოგვითხრობს იმ საჭირო თვისებების შესახებ, რომელიც უნდა ახასიათებდეს ვიდეო გადაღებებისთვის გამოსაყენებელ მიკროფონს.
ალბათ იკითხავთ, რატომ არსებობს ამდენნაირი მიკროფონი ბაზარზე. კარგია, როდესაც არჩევანი დიდია, მაგრამ ამას უარყოფით მხარეც აქვს – დიდმა არჩევანმა შესაძლოა არასასურველი არჩევანი გაგვაკეთებინოს. რას უნდა დავაკვირდეთ საუკეთესო არჩევნის გასაკეთებლად? ამ სტატიის მიზანია პასუხი გაეცეს რიგ კითხვებს, მიკროფონების ხარისხის გათვალისწინებით და ასევე იმით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რა სახის კვება ექნება მიკროფონს ან რა მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი დისტანციური მიკროფონით.
რატომ არის აუდიო ხარისხი მნიშვნელოვანი ვიდეო გადაღებისას
მეტად მნიშვნელოვანია აუდიო და ვიდეო ხარისხის თანაბარი ხარისხობრივი მაჩვენებელი. უკვე არსებული მასალის ხარისხის გავითვალისწინებთ, დიდი შეღავათი ვერ იქნება თუკი გამოსახულება იქნება კარგი, ხმა კი ცუდი. ხმის ხარისხი პირდაპირ მოქმედებს გამოსახულების ხარისხზე. სასურველი ბალანსი ყოველთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად.
მახასიათებლები, რომელთაც უნდა ვითვალისწინებდეთ
მსგავსად სხვა სახის აპარატურისა, მიკროფონებსაც გააჩინათ განსაკუთრებული სპეციფიური მახასიათებლები. სერიოზული მწარმოებლები ითვალისწინებენ საერთაშორისო სტანდარტის მაჩვენებელს (IEC), რაც პროდუქციის კონკრეტულ პარამეტრებში გამოიხატება. მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს:
მგრძნობიარობა
გვიჩვენებს რა რაოდენობის ელექტრონული სიგნალს გამოიმუშავებს მიკროფონი, როდესაც ის მიმართულია იმ მხარეს, სადაც ხმის წნევაა 94db 20 µPa ზე (94 db უდრის 1Pa ს) ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ მგრძნობიარე მიკროფონის (რომელიც გამოიმუშავებს ნაკლებ ვოლტაჟს) მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 1-5 mV, მსგავსად ხელის ვოკალური მიკროფონებისა. თუკი ხმის წყარო მიკროფონისგან გარკვეულ დისტანციაზე მდებარეობს, მიკროფონი იმდენად მგრძნობიარე უნდა იყოს, რომ ხმის საკმარისი დონე მიიღოთ: საუბარია დაახლოებით 10-30mV ზე. მაგალითისათვის “shotgun” ტიპის მიკროფონ DPA 4017B ის მგრძნობიარობა 19 mV/Pa არის.
საკუთარი ხმაურის დონე
ყველა მიკროფონი წარმოქმნის ხმაურს. მინიმალური ხმაურის დონე, ანუ “noise floor”, განაპირობებს რამდენად შესაძლებელია მიკროფონის გაძლიერება. როგორც წესი, კუთვნილი ხმაური ეფარდება გარე აკუსტიკურ ხმის წყაროს, რაც განაპირობებს გამომავალ დონესთან თანაფარდი ძაბვის წარმოქმნას, რომელიც თავად მიკროფონიდან წარმოიქმნება.
ამგვარად, მიკროფონის საკუთარი ხმაურის დონე ხმის გარე წყაროზეა დამოკიდებული. თუკი ხმის წყარო ხმამაღალია, არ აქვს მნიშვნელობა თუკი საკუთარი ხმაურის დონე მაღალია, მაგალთისთვის 25 dB(A). მაგრამ, თუკი ხმის გარეგანი წყაროს დონე იქნება დაბალი, მაშინ მიკროფონის საკუთარი ხმაურის დონე უნდა იყოს 25 dB(A) ზე ნაკლები.
უმეტეს შემთხვევებში, მიკროფონის სპეციფიკაციების გაცნობისას ჩვენ შევხვდებით მხოლოდ “dB(A)” მაჩვენებელს, სადაც “A” RMS დონის მაჩვენებელია და მისი საშუალებით ჩვენ ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას საკუთარი ხმაურის დონის შესახებ იდეალური პირობების შემთხვევაში. სერიოზული მწარმოებლები კი peak დონის მაჩვენებელსაც გვთავაზობენ, რაც უფრო ზუსტ ინფორმაციას ითვალისწინებს – რა მაჩნებელი გააჩნია კონდენსატორულ მიკროფონს მაქსიმალური საკუთარი ხმაურის დონის შემთხვევაში.
მიმართულობის დიაგრამა
მიმართულება გვიჩვენებს რამდენად კარგად იღებს მიკროფონი საკუთარი ცენტრის გარშემო არსებულ ხმას, სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, სამ განზომილებიან სივრცეში.
მიმართულება განპირობებულია მიკროფონის მიერ ხმის მიღების კუთხის გაშლის სიდიდით. ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ტერმინებს, რათა გამოვხატოთ ამა თუ იმ კუთხის გაშლის სიდიდე და პოლარულობა: “omni”, “cardioid”, “figure eight”. არის ასევე ტერმინი “shotgun”, რაც მისი ვიწრო პოლარულობისა და პირდაპირი მიმართულობის გამო ეწოდა. თუ ჩვენ გვსურს მიკროფონის ცენტრის გარშემო არსებული ხმაურის მინიმიზირება, მაშინ მკვეთრად მიმართული დიაგრამა უნდა ავირჩიოთ.
მიმართულ მიკროფონებს, ჩვეულებრივ, სიახლოვის ეფექტი ახასიათებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ მეტი დაბალი სიხშირის აღქმის უნარი, რაც უფრო ვუახლოვდებით ხმის წყაროს. თუკი მიკროფონი შექმნილია ახლო წყაროს გახმოვ
ანებისათვის, მსგავსად ხელის ან თავზე დასამაგრებელი მიკროფონისა, მას ე.წ. Flat ჟღერადობა გააჩნია, რაც სიხშირეების თანასწორ გადანაწილებას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო დავაცილებთ მიკროფონს წყაროს, მით უფრო მოაკლდება დაბალი სიხშირეები. შესაბამისად, თუკი ჩვენ ჩავწერთ “სთენდაფს” ხალხმრავალ ადგილას, უნდა გამოვიყენოთ მკვეთრად მიმართული მიკროფონი, რათა მოვახდინოთ გარეშე ხმაურების მინიმიზ
ირება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი ხმაურს დაბალი სიხშირის მაღალი დონე გააჩია. “omni” (ყველგან მიმართული) მიკროფონით ამგვარი რამ შეუძლებელი იქნება.
DSLR ები (Digital single-lens reflex camera) ან დიდი ზომის პროფესიონალური კამერები
საყოველთაოდ გავრცელებულ “დიდი ზომის” კამერებს სხვადასხვაგვარი აუდიო სიგნალის შესაერთებელი შტეკერები გააჩნიათ. გარდა ამისა, ისინი აღჭურვილნი არიან 48 ვოლტიანი ფანტომური კვებით, რათა პროფესიონალურ
მცირე ზომის DSLR კამერებს შესაძლოა გააჩნდეთ მხოლოდ ერთი და ისიც არაბალანსირებული შესაერთებელი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება დამატებითი აუდიო აღჭურვილობის გამოყენება. პროფესიონალური კონდენსატორული ი კონდენსატორული მიკროფონების შეერთება იყოს შესაძლებელი.
მიკროფონები გაცლებით მეტ ენეგიას მოიხმარენ, ვიდრე კამერის ინტეგრირებული მიკროფონები. ცხადია, ეს არ წარმოადგენს დადებით მხარეს, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია, თუკი გვსურს საუკეთესო აუდიო სიგნალის მიღება.
ერთ-ერთი გამოსავალი 48 ვოლტიანი დამატებითი ხელსაწყოს მიერთებაა (როგოროც წესი, ასეთ ადაპტერებს ახლავს დენის გადამყვანი და XLR ბალანსირებული კონექტორი კონდენსატორიული მიკროფონის შესაერთებლად). ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიკროფონი შეძლებს კამერის ელემენტისგან დამოუკიდებლად მუშაობას. ზოგიერთ მიკროფონს საკუთარი ელემენტიც გააჩნია, თუმცა, არის გასათვალისწინებელი, რომ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მიკროფონს შესაძლოა მაინც დასჭირდეს დამატებით კვება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ხმა არის ჩასაწერი. დაბალი სიგნალის შემთხვევაში ასეთმა მიკროფონმა შესაძლოა ჩაიწეროს დიდი ხმაურით დონით და დამახინჯებული სიგნალითაც კი. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი დამოუკიდებელი კვების წყარო იქნებოდა.
დისტანციური მიკროფონი
დისტანციური მიკროფონით ჩაწერა დიდი უპირატესობაა რიგ შემთხვევებში. ამგვარი მიკროფონი აღჭურვილია გადამცემითა და მიმღებით. როგორც წესი, მიმღები მცირე ზომისაა და მაგრდება კამერაზე.
დისტანციური მიკროფონის მიმართულება და პოლარულობა
მიკროფონი ყოველთვის უსტად უნდა გადმოსცემდეს იმგვარ სიგნალს, რომელიც მისი მემბრანის წინ აისახება. დადებითად დამუხტული ხმის წნევა უნდა ასახავდეს დადებით მუხტს კებელის “პლუს” წვერზე. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს იმის თქმა რომ აკუსტიკური და ელექტრონული სიგნალი “ფაზაშია”. თუკი მხოლოდ ერთ მიკროფონს ვიყენებთ ეს დიდ პრობლემას არ შექმნის, მაგრამ ერთზე მეტი მიკროფონის გამოყენების შემთხვევაში თანაბარ პოლარულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
სხვადასხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებულ მიკროფონებს შესაძლოა განსხვავებული პოლარულობა ჰქონდეთ. ხშირ შემთხვევაში ეს იმის ბრალია, რომ მწარმოებლებს არ შეუძლიათ დადებით მუხტის მიღება მემბრანის პლუს წვერზე. იმისთვის რომ დაცული იყოს პოლარულობა დისტანციურ მიმღებზე, ხდება სისმტემის პოლარულობის რევერსი. ორმაგად რევერსირებული პოლარულობა კი იწვევს ფაზის ამოტრიალებას.
DPA d:screet™ მიკროფონზე სრულად არის დაცული პოლარულობის ყველა სტანდარტი. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პოლარულობის შემოწმება მასთან ერთად გამოყენებულ სხვა მიკროფონებსა თუ უსადენო სისტემებზე. თუკი აღმოაჩენთ რომ სისტემაში დამთხვეულია ფაზები, დაგჭირდებათ პოლარულობის გადართვა, რაც კონექტორის წვერების გადაერთებით არის შესაძლებელი.
ტექსტის გარჩევადობა
ძალიან მნიშვნელოვანია ხმის გამოკვეთილი ჟღერადობა ვიდეო გადაღებისას. ხანდახან ხმა შესაძლოა ისმოდეს საკმაოდ ხმამაღლაც, მაგრამ რთული იყოს ტექსტის გარჩევა. დასავლურ ენებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმოვნებს. ხმოვნების უმეტესი წილის სიხშირეები 1-4 khz დიაპაზონში იკვეთება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ამ სიხშირის მოკლება, როდესაც მიკროფონს ადამიანის სხეულზე ამაგრებენ, როდესაც მიკროფონი ტანსაცმლის შიდა მხარეს არის მოთავსებული ან სქელი ქარსაცავშია დაცული. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სიხშირეების კორექტირება ეკვალაიზერის საშუალებით.
სხეულზე დასამაგრებელი მიკროფონები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი მიკროფონების გამოყენება უფრო ძლიერი აუდიო სიგნალის მიღების საშუალებას იძლევა, ხოლო გარე ხმაური და ოთახის რევერბირაცია კი იკლებს. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხმა არ იქნება ერთი და იგივენაირი თუკი სხვადასხვა პოზიციით მოხდება მისი დამაგრება. სასურველია მიკროფონი იყოს იმდენად მაღალი ხარისხის, რომ მიუხედავად ცუდი პოზიციისა, მაინც შევძლოთ საუკეთესო ხარისხის მიღება ეკვალაიზერის წყალობით.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვაობა შესაძლოა 10 დეციბელით ნაკლები ან მეტი იყოს, თუკი მიკროფონი მიმაგრდება რესპოდენტის თავზე ან სხეულზე. ყველაზე დიდი სიგნალი მიიღება თავზე გასაკეთებელი მიკროფონის შემთხვევაში, როდესაც მისი კუთხე რესპოდენტის პირის კიდეზეა მოთავსებული. სხეულზე მოთავსებული მიკროფონი 10 დეციბელით ნაკლებ სიგნალს მიიღებს.
“surround’ მიკროფონი
გარემო ხმის ჩაწერა ორი გზით არის შესაძლებელი: რამდენიმე სპეციალურად შერჩეული ან ერთი “surround” ტიპის მიკროფონით. The DPA d:mension™ 5100 სწორედ ისეთი მიკროფონია, რომელსაც შესძლევს უნარი თქვენი 5+1 ხმა პირდაპირ გამოყოფილ არხებზე “დააჯინოს”. DPA 5100 მიკროფონი მოწყობილია იმგვარად, რომ საჭიროა მხოლოდ შემავალი სიგნალის დონის გასწორება და არხების მინიშნება. თქვენ მხოლოდ მრავალ არხიანი ჩამწერის და შესაძლოა ორიოდე “spot” მიკროფონის დამატება დაგჭირდეთ.
მიკროფონები და ქარი
მიკროფონები მეტ-ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ქარის მიმართ. ძირითადად მიმართული მიკროფონები 10 დეციბელით მეტად მგრძნობიარენი არიან “omni” ტიპის მიკროფონებზე. არსებობს მრავალი სახის ქარსაცავი. თუმცა, ეცადეთ აარჩიოთ იმგვარი, რომელიც ნაკლებად მოჭრის მაღალ სიხშირეებს. ზოგიერთ მიკროფონს გააჩია ინტეგრირებული ფილტრი, რომელიც აკომპენსირებს მოჭრილ სიხშირეებს. DPA d:screet™ 4017B სწორედ ის მიკროფონია, რომელიც ამგვარი ფილტრით არის აღჭურვილი.
და ბოლოს
მიკროფონის არჩევა ინდივიდუალური გემოვნების საკითხია. გაიკვლიეთ გზა ამ სიმრავლეში და აირჩიეთ ზუსტად ის, რომელიც მიესადაგება თქვენს მოთხოვნებს. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ: ცხოვრება ძალიან მოკლეა ცუდი მიკროფონებისთვის.
Eddy B. Brixen, Sound Specialist, DPA Microphones
თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა