საუბრები ხელოვნებაზე

მოგონება

Anzor Erkomaishvili

რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ და ყოველთვის იმ დროს, როდესაც დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა და ეს ამბები ყოველთვის ერთიანობაში ამყოფებდა ამ და იმ ქვეყანას.

ბოლოს რეპეტიციაზე შევხვდი მარიონეტების თეატრში, როდესაც ბატონი ლეო გაბრიძე იგონებდა „ალფრედის და ვიოლეტას“ ფინალურ მუსიკალურ ნომერს. ვერდის ჰანგები უნდა შემკულიყო ქართული ხალხური სიტყვებით და შესრულების მანერით. იქვე ვისმენდით ვერდის მუსიკას და რაზეც ვთანხმდებოდით ფურცელზე ვიწერდი. რეპეტიციის დასრულების შემდეგ ბატონ ანზორს შევთავაზე ამას გადავწერ და ისე გაგატანთ მეთქი და მითხრა, არ მინდა ეგ ნაწერი გამატანეო. გადავკეცე ფურცელი და გადავეცი.

ერთ დღესაც დავითმა (ხმის რეჟისორი) მითხრა ჩაწერა დანიშნულია და ფინალურ სცენას ვიწერთ ანსამბლ „რუსთავნთანო“. ბატონი ანზორი უკვე აღარ იყო და ვიფიქრე – ახლა თუ ეს ყველაფერი ჩემი აღსაღდგენია, როგორ უნდა გამეკეთებინდა, აღარც ის ფურცელი მქონდა, აღარც მახსოვდა რაზე შევთანხმდით და ასე ნერვიულობა-ნერვიულობაში გავაწყეთ სტუდია. ანსამბლი „რუსთავი“ კი მოვიდა ბატონი ანზორის მიერ შესრულებული პარტიტურით, სადაც ყველა დეტალი გაკეთებული და ჩამარგალიტებული ქონდა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ადამიანი ასეთი ვალმოხდილი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს მცირე სამუშაოც კი დაუსრულებელი არ დარჩა მეთქი.

ყველას გილოცავთ ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს.

ნინო ჯანჯღავა

კომპოზიტორი

შესაძლოა დაგაინტერესოს