პროგრამა “იქრეშება”?
(“დაქრეშვა” – მომენტი როდესაც პროგრამა წყვეტს ფუნქციონორებას და ქრება სამუშაო პროცესიდან) რა შეიძლება იყო ამის მიზეზი?
როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?
(აღნიშნულ სტატიაში საუბარია მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამებსა და “ფლაგინებზე”)
ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თითქმის ყველა შემთხვევაში, აუდიო “ფლაგინია”. ამოიღეთ ცუდად მომუშავე “ფლაგინი” და პროგრამა გააგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას. წინამდებარე სტატია დაგეხმარებათ პრობლემატური “ფლაგინის” სწრაფად პოვნაში..
“იქრეშება” თუ არა ლიცენზირებული აუდიო პროგრამა? დიახ და ეს შესაძლოა პროგრამული “ბაგი” იყოს. მიუხედავად საფუძვლიანი შემოწმებისა და ბეტა ტესტირებისა, ზოგიერთ პროგრამას შეიძლება გააჩნდეს წუნი.
შესაძლოა თქვენ იფიქროთ, რომ ეს მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ თუკი გავითვალიწინებთ კომპიუტერის ყველა მაკოპლექტებელ დეტალს, რასაც პროგრამული უზრუნველყოფის სისტემატური ცვალებადობა (განახლება) ემატება, ძნელად წარმოსადგენია იდეალური პროგრამა, რომლის “დაქრეშვის” ალბათობა ნულის ტოლი იქნება. შესაბამისად ოფიციალურად გამოსულ პროგრამასაც კი შესაძლოა აღმოჩნდეს “ბაგები”, მაშინაც კი, როდესაც პროგრამას ათეულობით ათასი სახის ტესტირების გზა აქვს გავლილი.
მიუხედავად ამისა, პროგრამის “დაქრეშვის” ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც “ფლაგინია”.
პრობლემის მოგვარების სწრაფი მეთოდი:
უპირველეს ყოვლისა რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენს მიერ გაკეთებული ყველა ნაბიჯის უკუსვლით გავლაა. აქ იგულისხმება ახალი პროგრამების ინსტალაცია, სისტემური განახლებები და ა.შ. თუკი გღალატობთ მეხსიერება და ისიც კი არ გახოვთ რა მიირთვით საუზმეზე, გთავაზობთ პრობლემატური “ფლაგინის” სწრაფად გამოვლენის მეთოდს.
– შექმენით “დესკტოპზე” ახალი დირექტორია (ფოლდერი)
– მონახეთ “ფოლდერი”, სადაც ყველა თქვენი “ფლაგინია” მოთავსებული. იმის მიხედვით თუ რომელ აუდიო პროგრამას იყენებთ, თქვენ შესაძლოა გქონდეთ AAX, VST ან AU ტიპის “ფლაგინები” ან მათი კომბინაცია. მაგალითისთვის, Pro Tools მომხმარებლები იყენებენ AAX “ფლაგინებს”, თუმცა მაკის ზოგიერთ პროგრამას შესაძლოა ორივე AU და VST “ფლაგინებიც” გააჩნდეს. თქვენ ყველა არსებული “ფოლდერი” უნდა შეამოწმოთ. ქვემოთ იხილეთ როგორ შეიძლება მათი პოვნა.
– თუკი თქვენს კომპიუტერში “ფლაგინების” ორი ან მეტი “ფოლდერია”, მაშინ თვენს მიერ შექმნილ ახალ “ფოლდერში” ჩაამატეთ ყოველი განსხვავებული ტიპის “ფლაგინის” “სუბფოლდერი”.
– მოდით ვივარაუდოთ, რომ თქვენს კომოუტერში “ფლაგინების” მხოლოდ ერთი ფოლდერია.
– გადაიტანეთ თქვენი “ფლაგინების” ნახევარი დესკტოპზე შექმნილ დირექტორიაში.
– თავიდან გახსენით თქვენი აუდიო პროგრამა და დააკვირდით. თუკი პროგრამა არ “დაიქრეშა”, გადაიტანეთ დარჩენილი “ფლაგინები” ახალ დირექტორიაში და დააბრუნეთ წინაზე გადმოტანილი რაოდენობა.
– ხელახლა ჩართეთ აუდიო პროგრამა და დააკვირდით “დაიქრეშება” თუ არა. თუკი პროგრამა “დაიქრეშა”, გაყავით “ფლაგინების” დირექტორიაში არსებული “ფლაგინები” ორად და გაიმეორეთ ფაილების გადატანის პროცედურა.
– განაგრძეთ “ფლაგინების” კოპირება მანამდე, სანამ არ გამოავლენთ პრობლემატურ “ფლაგინს”. ანუ, იმოქმედეთ გამორიცხვის მეთოდით.
სად არის შენახული ჩემი “ფლაგინები” ?
VST ფლაგინების ადგილმდებარეობა ვინდოუსის მომხმარებლებისთვის:
უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგინოთ შემდეგი დეტალები: VST-ს რომელ ფორმატს იყენებს თქვენი პროგრამა (VST2 თუ VST 3); ოპერაციული სისტემა; მწარმოებელი; 32 თუ 64 ბიტიანია თქვენი სისტემა; ხომ არ არის მითითებული რომელიმე კონკრეტული “ფოლდერი” “ფლაგინებისთვის” აუდიო პროგრამის ინსტალაციის მომენტში.
VST 3 “ფლაგინების დირექტორია: C:\Program Files\Common Files\VST3
32-bit VST3 plug-ins on 64-bit Windows: C:\Program Files (x86)\Common Files\VST3
“ფლაგინის” გაფართოებაა .vst3
VST 2 “ფლაგინების” დირექტორია: ვინაიდან VST 2 ტიპის “ფლაგინებს” არ გააჩნია სტანდარტული დირექტორია, მომხმარებლებს ეძლევათ უფლება თავად აირჩიონ საჭირო დირექტორია. პროგრამების ზოგიერთი მწარმოებელი თავად სთავაზობს მომხმარებელს იმ დირექტორიას, სადაც მომავალში დაინსტალირდება “ფლაგინები”. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაეცნოთ აუდიო პროგრამის დოკუმენტაციას, სადაც მითითებული იქნება “დეფოლტ” დირექტორია.
1996 წლიდან VST 2 – ის “ფგლაგინების” სტანდარტული დირექტორია არის: C:\Program Files\Steinberg\VSTPlugins
ამის შემდგომ მწარმოებლები თავად წყვეტდნენ სად მოხდებოდა ამ ტიპის “ფლაგინების” განთავსება, სწორედ ამიტომ მათი პოვნა ბევრ სხვადასხვა დირექტორიაშია შესაძლებელი.
ამგვარი გაუგებრობისგან თავის ასარიდებლად აუდიო პროგრამის ინსტალაციის მომენტში აუცილებელია მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს სადაც ხდება VST 2 “ფლაგინების” ინსტალაცია. რაკი ამ ტიპის “ფლაგინები” მსგავსია VST 3 ტიპის “ფლაგინებისა”, სასურველია გამოყენებული იყოს შემდეგი დირექტორია: C:\Program Files\Common Files\VST2
32 ბიტიანი ფლაგინების დირექტორია, 64 ბიტიან ვინდიოსზე: C:\Program Files (x86)\Common Files\VST2
ყველაზე ხშირ შემთხვევაში, VST 2 ფლაგინები შესაძლოა აღმოჩნდეს შემდეგ დირექტორიებში:
C:\Program Files\VSTPlugins
C:\Program Files\Steinberg\VSTPlugins
C:\Program Files\Common Files\VST2
C:\Program Files\Common Files\Steinberg\VST2
32-bit plug-ins on 64-bit Windows: C:\Program Files (x86)\Steinberg\VstPlugins
VST 2 – ის გაფართოებაა: .dll
MAC – ის მომხმარებლებისთვის:
Mac AU “ფლაგინები” – /Library/Audio/Plug-Ins/Components
Mac VST “ფლაგინები” – /Library/Audio/Plug-Ins/VST
Mac VST3 “ფლაგინები” – /Library/Audio/Plug-Ins/VST3
Pro Tools მომხმარებლების “ფლაგინების ადგილმდებარეობა (AAX):
MAC: • Macintosh HD > /Library > Application Support > Avid > Audio > Plug-Ins (AAX)
Windows: • C:\Program Files\Common Files\Avid\Audio\Plug-Ins (AAX)
თუკი “ფლაგინი” არ არის “დაქრეშვის” მიზეზი.
იმ შემთხვევაში, თუკი ფლაგინი არ აღმოჩნდა “დაქრეშვის” მიზეზი, პროგრამა ავტომატურად გაკავშირებთ პროგრამის მწარმოებელთან, სადაც უნდა მისწეროთ შემდეგი ინფორმაცია:
– კომპიუტერის სპეციფიკაციის დეტალური ინფორმაცია. მრავალი ტიპის კომპიუტერი ავტომატურად გაძლევთ ამ ინფორმაცია და უბრალოდ უნდა დააკოპიროთ.
– ამჟამინდელი ოპერაციული სისტემა. თუ თვენ ბეტა სისტემის მომხმარებელი ხართ, კონკრეტული ვერსიის მიწოდებას აზრი არ აქვს. ბეტა სისტემას არასოდეს გააჩნია ტექნიკური მხარდაჭერა მწარმოებლებისგან.
– კომპიუტერზე მიერთებული ნებისმიერი ფიზიკური მოწყობილების ჩამონათვალი.
– კონკრეტულად რა პროცესში მოხდა “დაქრეშვა”. რას აკეთებდით “დაქრეშვის” მომენტში.
– ყველა დამატებითი დეტალი, რომელიც დაეხმარება მწარმოებელს გაარკვიოს “დაქრეშვის” მიზეზი.
და ბოლოს ერთი რჩევა: მწარმოებელთან დაკავშირებისას შეეცადეთ გამოიყენოთ მათი ტექნიკური მხარდამჭერის საკონტაქტო ინფორმაცია და იყავით მაქსიმალურად თავაზიანი.
ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით სტატია მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა.
2023 წ.