რომც არ გქონდეთ შეხება პროფესიონალურ აუდიო ჩაწერასთან მსგავსი ტერმინებისთვის აუცილებლად გექნებათ მოკრული ყური: 44 თუ 48 კილოჰერცი? 44.1 კილოჰერცი სწორედ ის სიხშირეა, რაზეც იწერება აუდიო მასალა ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკზე. 48 კილოჰერცი DVD დისკზეა შესაძლებელი. რამდენიმე წელია პროფესიონალური აუდიო სტუდიები უფრო მაღალი რეზოლუციიც ახორციელებენ ხმის ჩაწერას, ვიდრე ეს თანამედროვე CD, თუ DVD დისკებზეა შესაძლებელი. თანამედროვე აუდიო სამყაროში უკვე გამოჩნდა DXD ან DSD (Direct stream audio) ფორმატიც. ცხადია, მსგავსი ხარისხი მხოლოდ ძვირადღირებულ აუდიო სტუდიებშია შესაძლებელი. ბევრი სტუდია ვერც ახერხებს მაღალ რეზოლუციაზე მუშაობას, რადგან რაც უფრო მეტია არხების რაოდენობა, მით უფრო ნაკლები რეზოლუციით არის შესაძლებელი ჩაწერა. თუმცა, ხმის ჩამწერი ტექნოლოგია მუდმივად პროგრესირებს, თუკი მცირე ხნის წინ 96 თუ 192 კილოჰერცი რეზოლუცია დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს უკვე 384 კილოჰერცით ჩაწერაა შესაძლებელი.
AD (Analog to Digital) კონვერტორის ხარისხის შემდგომ, თავს იჩენს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები – რამდენი ერთდროული არხის ჩაწერაა შესაძლებელი, რამდენად შესაძლებელია აპარატურის გაფართოება (ე.წ. upgrade), რა ფორმატით ხდება ამ სიგნალის გადაცემა ჩამწერ მოწყობილობაზე, რამდენი დამოუკიდებელი სიგნალის (მიქსის) გადაცემაა შესაძლებელი ერთდროულად, რომელ აუდიო მულტიარხიან პროგრამას შეუძლია მაღალი რეზოლუციის აღქმა და ა.შ. ყველა ამ პასუხს ძალიან იოლად პასუხობს შვეიცარული კომპანიის Merging ის უახლესი აუდიო ინტერფეისი Horus და მისი მცირე მოდელი Hapi.
“საავტორო სტუდიის” ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი 2015 წლის იანვრის თვეში იმყოფებოდა ჰოლანდიაში რამდენიმე ხმის ჩამწერ სესიაზე, სადაც სწორედ Merging ის აპარატურით ხორციელდებოდა ჩაწერა.
ეს არის Ravena ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა, სადაც აუდიო სიგნალის გადაცემა IP ტექნოლოგიით ხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი აპარატი, რომელიც ამ ჯაჭვშია მოქცეული ერთმანეთთან სტანდარტული kat5e (ან Kat6) ინტერნეტის კაბელით არის დაკავშირებული. ყოველ აპარატს თავისი ინდივიდუალური IP მისამართი გააჩნია და იმართება სისტემის საგანგებო ინტერფეისის მეშვეობით პირდაპირ კომპიუტერიდან. კომპიუტერიდანვე ხორციელდება მიკროფონების მგრძნობიარობის (gain), პანორამის, ფანტომური კვების და სხვა პარამეტრების კონტროლი, რაც აქამდე აუდიო ინტერფეისებზე არსებული სახის პანელიდან ან პულტიდან ღილაკებისა თუ ფეიდერების ფიზიკურად დატრიალება-დაჭერის საშუალებით ხორციელდებოდა.
მრავალარხიანი აუდიო სიგნალის გადატანა დიდ დისტანციაზე აქამდეც ხდებოდა სხვადასხვა სახის აპარატების მიერ. ცნობილია ასევე madi ან dante ტექნოლოგიებიც, მაგრამ Ravena-ს ტექნოლოგია ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც წერს 8 ერთდროულ არხს 384 კილოჰერცზე. მას უდანაკარგოდ შეუძლია გადასცეს აუდიო სიგნალი 100 მეტრზე მეტ მანძილზე.
Horus-ის ან Hapi-ს მეშვეობით შესაძლებელია 8 ერთდროული არხის ჩაწერა 384 კილოჰერცი რეზოლუციით ან 16 ერთდროული არხის ჩაწერა 192 კილოჰერც რეზოლუციით. შესაბამისად, 24 არხის 96 კილოჰერცზე. ამავე მოწყობილობას შესაძლებელია ჩაუყენდეს DA (Digital to analog) კონვერტორიც აუდიო სიგნალის მონიტორინგისთვის ან დამოუკიდებელი მიქსის სხვა წყაროსკენ მიმართვისთვის, მაგალითად Beckup სისტემისთვის და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმასხვავებელი დეტალი Merging ტექნოლოგიისა სხვა აუდიო ინტერფეისებისგან ის არის, რომ მისი მონტაჟი ხორციელდება სცენაზე და მიკროფონები პირდაპირ მასში ერთდება საგანგებო კაბელის (Breakout cable) მეშვეობით. ხოლო კონვერტირებული ციფრული სიგნალის გადაცემა შიდა ქსელის საშუალებით, ჩვეულებრივი ინტერნეტ კაბელით ხდება. ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში აუდიო სიგნალის დანაკარგი ნულის ტოლია და ჩანაწერიც გაცილებით მაღალი ხარისხით ხორციელდება.
ეს სისტემა ყველაზე ხშირად გამოიყენება მათ მიერ ვინც სცენიდან ახორციელებს ჩაწერას. მათ შორის: კლასიკური, ჯაზური, ფოლკლორული თუ სხვა სახის ცოცხალი მუსიკის ჩაწერისას.
ეს ტექნოლოგია გამოირჩევა იმით, რომ ის საკმაოდ კომპაქტურია და მისი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სტუდიურ ან საკონცერტო, არამედ საშინაო თუ სხვა არაპროფესიონალურ გარემოშიც (თუნდაც სამზარეულოში ? )
Mergin გამოირჩევა იმითაც, რომ შესაძლებელია მისი სხვადასხვა სახის კონნფიგურაციის აწყობა. მაგალითისათვის, 16 მიკროფონის და 8 გამომავალი სიგნალის კომპლექტაციით. შემდგომში კი კიდევ 8 არხის დამატების პერსპექტივით. ინტეგრირებული დაფები იოლად გადაადგილდება აპარატში და შესაძლებელია აიწყოს ზუსტად ისეთი კონფიგურაცია, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ხმის რეჟისორის მოთხოვნილებებზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – შესაძლებელია ამ აპარატების ჯაჭვურად ჩართვა, რაც პრაქტიკულად უსაზღვრო აუდიო არხების ჩაწერის საშუალებას იძლევა. ეს შესაძლებელი იყო აქამდეც Madi სიგნალის შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში რეზოლუცია გაცილებით მაღალია.
“საავტორო სტუდია” უკვე აღჭურვილია ამ სისტემის აპარატურით, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუდიის ჩაწერის ხარისხს.
Merging სისტემის ინტერფეისის პარამეტრების ხილვა შესაძლებელია აქ
მიმოხილვა გამოფენაზე